მალე…

მოგესალმებით მეგობრებო 🙂

პირველ რიგსი მინდა ბოდიში მოგიხადოთ ჩემი პასიურობის გამო 😦 რამდენიმე თვეა ბლოგზე არ შემოვსულვარ… არადა 9 დეკემბერს ერთი წელი გავიდა მას შემდეგ რაც კინოგურმანის ბლოგი შევქმენი. მას შემდეგ ვცდილობდი, რომ თვეში 1-2 პოსტი მაინც დამედო, თუმცა როგორც იცით ეს ბლოგი ჩემი ფილმების განსათავსებლად მაქვს და ვინაიდან ფილმებზე მუშაობაც შეჩერებული მქონდა, შესაბამისად ამისთვისაც ვეღარ  მოვიცალე 😦

2-3 კვირის წინ ჩვენს შესახებ სიუჟტი გავიდა პირველ არხზე, გადაცემაში ჩვენი ექსპრესი… 🙂 მგონი ნორმალური სიუჟეტი გამოვიდა (უკეთესიც შეიძლებოდა 😀 მაგრამ არაუშავრა), შეგიძლიათ ნახოთ >>>

მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე სცენარი გვაქვს მზად, გადაღებას ვერ ვახერხებდით, თუმცა ახლა უკვე ყველა პრობლემა მოგვარდა და ახალი წლიდან უკვე ჩვეულ რეჟიმში ჩავდგებით. თუმცა ახალ წლამდეც შემოგთავაზებთ ერთ ფილმს რომელზეც უკვე რამდენიმე დღეა ვმუშაობთ და რამდენიმე დღეში უკვე საშუალება გექნებათ, რომ ნახოთ იგი 🙂

ამ ახალი ფილმის თიზერები >>>

Advertisements

„კინოგურმანის“ პრეზენტაცია (16.08)

ხუთშაბათს, 16 აგვისტოს (2012) თელავის „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ ჩვენი ფილმების ჩვენება მოვაწყეთ.  პრეზენტაციას 60-მდე ადამიანი ესწრებოდა, რომლებსაც 5 ფილმი ვუჩვენეთ. ასევე ვისაუბრეთ ჩვენს წარმატებებზე და სამომავლო გეგმებზე.

შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ დავიწყეთ ფილმების გადაღება და როგორ გაგვიტაცა ამ საქმემ. ასევე ვუჩვენეთ თუ როგორ მიმდინარეობს გადაღების პროცესები, რა სირთულეებს ვაწყდებით და ა.შ.

მაყურებლების მხრიდან დადებითი შეფასება მოყვა ჩვენს ფილმებს, ეს ჩვენთვის დიდი სტიმულია და გვიბიძგებს, რომ გავაგრძელოთ „კინოგურმანობდა“ 😀

მსგავსი ჩვენებების ჩატარებას ვგეგმავთ „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის“ სხვა ფილიალებშიც, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ფუნქციონირებს, რადგან გვინდა, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა იხილოს და შეაფასოს ჩვენი „ფილმები“.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ადგილობრივი ტელევიზიის წარმომადგენლები და გთავაზობთ სიუჟეტს:

ფოტოგალერეა, თუ როგორ ჩაიარა შეხვედრამ:

ჩვენი პრეზენტაცია

ესეიგი… იკვე თითქმის ერთი წელი გავიდა რაც პირველი ჩვენი “ფილმი” გადავიღეთ. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ შემაჯამებელი პრეზენტაციასავით რამე გაგვეკეთებინა. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული მიზეზების გამო, თარიღის გადატანა რამდენჯერმე მოგვიხდა, საბოლოოდ ჩვენი პრეზენტაცია 16 აგვისტოს(ხუთშაბათს), 11 საათზე, თელავის დემოკრატიის ჩართულობის ცენტრში გაიმართება. ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე თუ როგორ დავიწყეთ ფილმების გადაღება, იმ კონკურსების შესახებ სადაც მონაწილეობას ვიღებდით და ა.შ. რათქმაუნდა ვაჩვენებთ ჩვენს ფილმებსაც.

აგრეთვე – კამერასთან დაკავშირებით რაღაც პატარა პრობლემა შეგვემნა, ამ დროს კარგი სცენარები გვაქვს მზად 🙂 ალბათ სექტემბრის დასაწყისში შევძლებთ კვლავ ჩვეულებრივ განვაგრძოთ მუშაობა. მანამდე კი ფორმიდან რომ არ ამოვვარდეთ, პატარ-პატარა რაღაცეების გადაღება დავიწყეთ, ჩვენი ძველი კამერით. 😀 იმედია მაინც მოგეწონებათ, მიუხედავათ იმისა, რომ დიდი არაფერი შინაარსით არ გამოირჩევიან.

ესეც ერთ-ერთი მათგანი:

ორიოდე სიტყვა ცვლილებებზე (და სიახლეებზე)

 გამარჯობათ, ბევრი რამ შევცვალეთ და დავამატეთ ბლოგს ამ დღეებში და მათ შესახებ მოგახსენებთ. ასევე ახალი ფილმის შესახებაც გეტყვით 1-2 სიტყვას.

რატომღაც ბლოგზე არ დავწერეთ იმის შესახებ, რომ ჩვენ მეორე ადგილი დავიკავეთ ერთ-ერთ პრესტიჟულ ვიდეო კონკურსში. პოსტის დაწერა ახლა უკვე გვიანიაო ვიფიქრეთ და გვერდის სახით დავამატეთ ინფორმაცია ამის შესახებ. ახლა უკვე შეგიძლიათ ამაზე წაიკითხოთ -„ამერიკული კუთხეების ვიდეო ფესტივალი’’.

ამასთანავე დავამატეთ გვერდი – „ფესტივალები და ვიდეოკონკურსები’’ სადაც ინფორმაციას დავდებთ ჩვენს მიერ (შესაძლო) გამარჯვებებზე ამა თუ იმ კონკურსში.

ბლოგზე განვაახლეთ რამდენიმე (თითქმის ყველა) გვერდი, წავშალეთ რამდენიმე პოსტიც. მოკლედ ბევრი რამ შევცვალეთ.

სამშაბათს (7 აგვისტოს) დაგეგმილი გვაქვს ახალი „ფილმის’’ გადაღება და ვნახოთ რა გამოვა. შესაძლოა თარიღი გადავწიოთ ცოტა თუმცა სამშაბათს გადავიღებთ ალბათ…

რამდენიმე დღეში ვაპირებთ მონაწილეობა მივიღოთ ვიდეო კონკურსში რომელიც ცხადდება (ქალაქ) თელავის მასშტაბით და პრიზიც საკმაოდ სოლიდურია. ამიტომ ვთვლით რომ შანსები დიდია და ვნახოთ… 🙂 ამ კონკურსისთვის გადავიღებთ სიუჟეტს ჩვენს შესახებ.

ასევე ამ თვეში ვგეგმავთ  „თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში’’ გავაკეთოთ ჩვენი ფილმების პრეზენტაცია და გავზარდოთ ჩვენი აუდიტორიის არეალი.

მგონი ეს არის სულ რაც მინდოდა მეთქვა 🙂

ქუდი – კინოგურმანი წარმოგიდგენთ

🙂

დღეიდან, როცა ფილმებს კიდე  გადავიღებთ (იმედია 😀 ) წინ ქუდი ექნება დართული.

შესავლების და აღწერის გარეშე ეს იქნება ქუდი>>>>>>

 

შეიძლება შევცვალოთ ხოლმე სახვადასხვა ფილმზე… ყოველშემთხვევისთვის შემდეგ ფილმს წინ ეს ექნება დართული 😀

თერძები

ესეც დაპირებული ფილმი 🙂 იმედია ბოლომდე უყურებთ 😉

მონაწილეობენ:

  • თამუნა ლაჩაშვილი
  • რატი თეგერაშვილი
  • გიორგი ხანჯალიაშვილი
  • გიორგი ელიზბარაშვილი

რეჟისორი:

  • ზურა თეგერაშვილი

სცენარი: რატი თეგერაშვილი

ოპერატორი: ზურა თეგერაშვილი

ჟანრი: კომედია

წელი: 2012

თარიღი: 28 ივნისი

თერძები

28 ივნისს (გუშინ) დიდ ხნიანი პაუზის (თითქმის 1 თვიანი) შემდეგ გადავიღეთ ახალი მოკლემეტრაჟიანი ფილმი. ერთი შეხედვით თითქოს კარგი გამოვიდა და ცოტახანში შესაძლებელი იქნება თქვენ შეაფასოთ. 🙂 ეხლა ვტვირთავ იუთუბზე, ქალაქის რეაბილიტაციის გამო ინტერნეტს ხარვიზები აქვს. თუ დღეს არა ხვალ აუცილებლად უნდა აიტვირთოს 😀

20120629-150921.jpg