5 ფილმი 5 კვირაში!

images

“5 ფილმი 5 კვირაში” ეს არი ჩვენი “პროექტი” რომლის განხორციელებასაც ვაპირებთ…

I ფილმის (იტერნეტ) პრემიერა შედგება  (კვირას) 10 მარტს, (ზუსტად) 18:00 საათზე…

II, III, IV და V ფილმები შესაბამისად შემდეგ კვირებში (17/03,  24/03,  31/03…)

კვირას (18:00) “ნოველების” ნახვას შეძლებთ, ფილმი 3 ნოველისგან შედგება და ჯამში სულ 5 წუთი და 25 წამის ხანგრძლივობისაა…

ამ ხუთი “ფილმის” გარდა გვაქვს კიდევ ერთი იდეა რომელიც (გვინდა, რომ) აპრილის დასაწყისში განვახორციელოთ…

მანამდე კი დაველოდოთ კვირას (10 მარტს)…

P.P. 17 მარტს (18:00) II ფილმის — “მხატვარი” ნახვას შეძლებთ.
P.S.S.  (თუ სურვილი გექნებათ) მოიწონეთ ჩვენი გვერდი ფეისბუქზე — კინოგურმანის ბლოგი

ჩვენი მეგობარი სანტა – 29 დეკემბერს

წინა პოსტში დავწერე, რომ ახალ ფილმზე ვმუშაობდით 🙂

მინდა მოგახსენოთ, რომ მასზე მუშაობა უკვე დავამთავრეთ და საკმაოდ კარგი გამოვიდა 🙂

იმედია თქვენც მოგეწონებათ…

ორიოდე სიტყვა ცვლილებებზე (და სიახლეებზე)

 გამარჯობათ, ბევრი რამ შევცვალეთ და დავამატეთ ბლოგს ამ დღეებში და მათ შესახებ მოგახსენებთ. ასევე ახალი ფილმის შესახებაც გეტყვით 1-2 სიტყვას.

რატომღაც ბლოგზე არ დავწერეთ იმის შესახებ, რომ ჩვენ მეორე ადგილი დავიკავეთ ერთ-ერთ პრესტიჟულ ვიდეო კონკურსში. პოსტის დაწერა ახლა უკვე გვიანიაო ვიფიქრეთ და გვერდის სახით დავამატეთ ინფორმაცია ამის შესახებ. ახლა უკვე შეგიძლიათ ამაზე წაიკითხოთ -„ამერიკული კუთხეების ვიდეო ფესტივალი’’.

ამასთანავე დავამატეთ გვერდი – „ფესტივალები და ვიდეოკონკურსები’’ სადაც ინფორმაციას დავდებთ ჩვენს მიერ (შესაძლო) გამარჯვებებზე ამა თუ იმ კონკურსში.

ბლოგზე განვაახლეთ რამდენიმე (თითქმის ყველა) გვერდი, წავშალეთ რამდენიმე პოსტიც. მოკლედ ბევრი რამ შევცვალეთ.

სამშაბათს (7 აგვისტოს) დაგეგმილი გვაქვს ახალი „ფილმის’’ გადაღება და ვნახოთ რა გამოვა. შესაძლოა თარიღი გადავწიოთ ცოტა თუმცა სამშაბათს გადავიღებთ ალბათ…

რამდენიმე დღეში ვაპირებთ მონაწილეობა მივიღოთ ვიდეო კონკურსში რომელიც ცხადდება (ქალაქ) თელავის მასშტაბით და პრიზიც საკმაოდ სოლიდურია. ამიტომ ვთვლით რომ შანსები დიდია და ვნახოთ… 🙂 ამ კონკურსისთვის გადავიღებთ სიუჟეტს ჩვენს შესახებ.

ასევე ამ თვეში ვგეგმავთ  „თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში’’ გავაკეთოთ ჩვენი ფილმების პრეზენტაცია და გავზარდოთ ჩვენი აუდიტორიის არეალი.

მგონი ეს არის სულ რაც მინდოდა მეთქვა 🙂

ქუდი – კინოგურმანი წარმოგიდგენთ

🙂

დღეიდან, როცა ფილმებს კიდე  გადავიღებთ (იმედია 😀 ) წინ ქუდი ექნება დართული.

შესავლების და აღწერის გარეშე ეს იქნება ქუდი>>>>>>

 

შეიძლება შევცვალოთ ხოლმე სახვადასხვა ფილმზე… ყოველშემთხვევისთვის შემდეგ ფილმს წინ ეს ექნება დართული 😀

ოქროს პეპელა

   30, 31 მაისს და 1 ივნისს,  საბავშვო ფილმების ფესტივალ, “ოქროს პეპელაზე” ვიმყოფებოდით.  ფესტივალი “ევროპული სკოლის სატელევიზიო სტუდიის ბაზაზე” მეორედ გაიმართა. მისი ორგანიზატორი, ამავე სტუდისს ხელმძღვანელი – ირაკლი ჯაოშვილი გახლავთ. გასული წლისგან განსხვავებით, მასში მონაწილეობა 18 წლამდე ასაკის ყველა ბავშვს შეეძლო (გასულ წელს ფესტივალი მხოლოდ “ევროპული სკოლის” მოსწავლეებით შემოიფარგლებოდა).  მას შემდეგ, რაც პირველ დღეს ყველა მონაწილემ გავიარეთ რეგისტრაცია და ფესტივალის მაისურებიც დაგვირიგდა, ლეგენდარულ ქართველ რეჟისორ – რეზო ჩხეიძესთან შესახვედრად მოვემზადეთ.

რეზოს ჩხეიძის დარბაზში შემოსვლას, რათქმაუნდა მქუხარე აპლოდისმენტებით შევხვდით. მას შემდეგ, რაც მან და მისმა მეუღლემ, მათთვის განკუთვნილი ადგილები დაიკავეს, ფესტივალის

ორგანიზატორებმა, მის შესახებ მომზადებული სიუჟეტი გვიჩვენეს. სიუჟეტის შემდეგ, ბატონი რეზო თავად  გვესაუბრა საკუთარი შემოქმედების შესახებ. ჩვენ აგრეთვე საშუალება მოგვეცა მისთვის კითხვები დაგვესვა. კითხვა-პასუხის დასრულების შემდეგ, ვიხილეთ მონაკვეთი, “ჯარისკაცის მამის” გაფერადებული ვერსიიდან. სანამ ბატონი რეზო დაგვტოვებდა, საშუალება მოგვეცა მისთვის ავტოგრაფები ჩამოგვერთვა და მასთან ერთად, ფოტოები გადაგვეღო.

რეზო ჩხეიძის წასვლის შემდეგ, ფესტივალში მონაწილე ანიმაციური  და დოკუმენტური ფილმების ჩვენება გაიმართა, რის შემდეგაც რამდენიმე საათიანი შესვენება გამოცხადდა.

მხატვრული ფილმების ჩვენება კი საღამოთი გაიმართა. ფესტივალზე ჩვენი ოთხი ფილმი – “მუნჯი კინო”; “კედელზე”; “ძალიან პატარა ამბავი” და “პატარა ამბავი მეგობრობაზე”  გვქონდა გატანილი. საბედნიეროდ, ჩვენი ფილმების ხილვით, მაყურებელი კმაყოფილი დარჩა. ამით დასრულდა ფესტივალის პირველი დღე.

მეორე დღე, არასაკონკურსო ფილმების ჩვენებით დაიწყო. ვინაიდან, ამ კატეგორიაში ბევრი ფილმი ნამდვილად არ იყო, ჩვენება მალე დასრულდა, რის შემდეგაც, თანამედროვე კინოტექნოლოგიის, “სტედიკამის” პრეზენტაცია ჩაგვიტარდა. ამის შემდეგ, სკოლის საფეხბურთო მოედანზე გავერმართეთ, სადაც საშუალება მოგვეცა, თავადაც გამოგვეცადა იგი. “სტედიკამის” გამოცდის შემდეგ, შესვენება გამოცხადდა.  საღამოს ექვს საათზე კი ჩრდილების თეატრი გვეწვია, რომელმაც არაჩვეულებრივი საღამო გვაჩუქა, საკუთარი წარმოდგენით.

ფესტივალის დასკვნითი საღამო, 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს გაიმართა.

მას შემდეგ, რაც ყველა მონაწილემ გაიარა სპეციალურად დაგებულ წითელ ხალიჩაზე, დაჯილოვების ცერემონიალიც დაიწყო. ოქროს პეპელა სულ 10 ნომინაციაში გაიცა. ფილმებს სპეციალურად შერჩეული ჟიური აფასებდა. ჟიურის თავმჯდომარე, თანამედროვე ქართველი რეჟისორი – გიორგი ოვაშვილი გახლდათ.  ვინაიდან, თავიდან დასახელებულ კატეგორიებში გამარჯვების იმედი ნაკლებად გვქონდა, სულაც არ ვნერვიულობდით. ისიც გვესმოდა, რომ რადგგანაც ფესტივალში ბევრი ფილმი მონაწილეობდა, ნაკლებად გვქონდა ერთზე მეტი ჯილდოს მოპოვების შანსი.

 და დადგა მომენტი რომელსაც ამდენ ხანს ველოდით. მომენტი როდესაც რეჟისორის კატეგორიაში გამარჯვებული უნდა გამოვლენილიყო. და როდესაც წამყვანმა წარმოთქვა – რატი და ზურა თეგერაშვილებიო, იმ მომენტში მართლა ძალიან ბედნიერი ვიყავი. მიუხედავად იმისა, რომ მანამდე სამადლობელი სიტყვის დაწერასაც კი ვაპირებდი, იმ შემთხვევაში თუკი გავიმარჯვებთთქო, იმ მომენტში ყველაფერი დამავიწყდა. სიხარულით იმ წამსვე სცენისაკენ გავიქეცით და კუთვნილი ჯილდო მივიღეთ, რომელიც ფილმის – “პატარა ამბავი მეგობრობაზეს” რეჟისურისათვის გადმოგვეცა.

   როდესაც ჩემს ადგილს დავუბრუნდი, სულ აღარ მახსოვდა, რომ ფესტივალის გრამპრის მფლობელი ფილმი ჯერაც არ იყო გამოცხადებული, თუმცა ის სულ აღარ მადარდებდა. გამარჯვენა ფილმმა “უდრის გულს” მოიპოვა, რომეცლიც თავად ევროპულ სკოლას ჰქონდა წამოდგენილი. მიუხედავად იმისა, რომ გრამპრზეც არ ვიტყოდით უარს, ჩვენმა ჯილდომაც სრულიად დაგვაკმაყოფილა.

მუნჯი კინო

რამდენიმე თვის წინ ვუყურე ფილმს სახელწოდებით “ჩაპლინი” (Chaplin), რომელშიც მთავარ როლს რობერტ დაუნ უმცროსი ასრულებდა. ფილმში დაწვრილებით იყო მოთხრობილი ჩარლი ჩაპლინის ცხოვრება, თუ როგორ მოხვდა ახალგაზრდა ყმაწვილი ჰოლივუდში და თუ როგორ იქმნებოდა კინო XX საუკუნის დასაწყისში. ამის შემდეგ გაჩნდა იდეა მუნჯი კინოს გადაღების… თუმცა შემდეგ გავაცნობიერეთ, რომ ეს ცოტა არ იყოს და რთული რამაა, ამიტომაც ფილმის გადაღება გადავდეთ გაურკვეველი ვადით.

ამ ამბიდან რამდენიმე კვირაში ვუყურე ჩარლი ჩაპლინის ფილმს, “დიდი ქალაქის ჩირაღდნები” (City Lights).  ამან კვლავ აღძრა ჩემში სურვილი მუნჯი კინო მისთვის დამახასიათებელი შავთეთრი გამოსახულებებით, მუსიკითა და აჩქარებული მოძრაობებით…

მას შემდეგ, რაც 2012 წელს გამართულ “ოქროს გლობუსის დაჯილდოვებაზე”,  წლის საუკეთესო ფილმად დაასახელეს ფილმი “არტისტი”  (The Artist),  საბოლოვოდ გადაწყდა ფილმის გადაღება.
Continue reading