ჩვენს შესახებ

მიუხედავად იმისა, რომ “ფილმების” გადაღება ჩვენი fეისბუქის მეგობრების გასართობათ დავიწყეთ და თავდაპირველად არც ჩვენ და არც ისინი ამ ყველაფერს სერიოზულად არ  აღვიქვამდით, ნელ-ნელა მივხვდით, რომ ეს საქმე ნამდვილად გვიზიდავდა და ყველას ძალიან მოგვწონდა.
თავდაპირველად ჩვენი ფილმები არ გამოირჩეოდა შინაარსით, მონტაჟით, ოპერატურით და ა.შ.  ფილმი, რომელმაც მართლაც გარდატეხა მოახდინა ჩვენში, იყო “მუნჯი კინო”. ამიტომაც როდესაც მეკითხებიან, თუ რომელია ჩვენი პირველი ფილმი, ყოველთვის მასზე მივუთითებ. ამ გადმოსახედიდან, “მუნჯ კინომდე” გადაღებულ “ფილმებს” სერიოზულად ვერც კი აღვიქვამ და ხანდახან ვფიქრობ კიდეც – რატომ ვიღებდი ასეთ უაზრო და უშინაარსო რამეებს… მაგრამ იმასაც ვაცნობიერებ, რომ სწორედ ამ ფილმების გადაღებისას დავიხვეწეთ.

“მუნჯი კინოს” შემდეგ კიდევ რამდენიმე ფილმი გადავიღეთ. ესენია – “პატარა ამბავი მეგობრობაზე”, “კედელზე” და “ძალიან პატარა ამბავი” .  “პატარა ამბავი მეგობრობაზე” ჩვენი ყველაზე წარმატებული ნამუშევარი აღმოჩნდა.  სხვანაირად ვერც იქნებოდა, მის გადაღებებში ძალიან დიდი შრომა ჩავდეთ. რამდენიმე სცენის ხელახლა გადაღება მოგვიწია, ბევრიც საერთოდ ამოვიღეთ, მთლიანად ფილმზე ერთი თვე ვმუშაობდით. საბოლოოდ, ფილმმა, საბავშო ფილმების ფესტივალ “ოქროს პეპელაზე”, საუკეთესო რეჟისორის წოდება მგვაპოვებინა. ამავე ფილმით დავიკავეთ მეორე ადგილი, ამერიკის საელჩოს მიერ გამოცხადებულ ფილმების ფესტივალში.

ამ ყველაფრის შემდეგ, ზაფხულში გადავიღეთ  “თერძები”  და 5 თვის განმავლობაში ამ მხრივ არაფერი გვიკეთები…

29 დეკემბერს, საახალწლოდ (ჩვენი) პირველი ხმინი ფილმი “ჩვენი მეგობარი სანტა”  გადავიღეთ…

2013 წლის მარტში დავიწყეთ ჩვენი “პროექტის” — “5 ფილმი 5 კვირაში”  განხორციელება:

I ფილმი “ნოველები” /10 მარტი

II ფილმი “მხატვარი” /17 მარტი

III ფილმი “ქვა – ქაღალდი – მაკრატელი” /24 მარტი

IV ფილმი “საუკეთესო ვარიანტი” / 31 მარტი

აგრეთვე შეგიძლიათ იხილოთ:

8 thoughts on “ჩვენს შესახებ

  1. ძალიან, ძალიან კარგები ხართ, სულ წარმატებებს გისურვებთ

  2. მომწონს ძალიან თქვენი ბლოგი:)) ”გაგვანებივრეთ’ რა ხშირად თქვენი ფილმებით😀🙂

    • ვცდილობთ ბევრი გადავიღოთ მაგრამ, ამავდროულათ ხარისხი არ გვინდა დავკარგოთ😀 რამდენიმე კარგი სცენარი გვაქვს და ალბათ ერთ-ორ კვირაში გადავიღებთ🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s