„კინოგურმანის“ პრეზენტაცია (16.08)

ხუთშაბათს, 16 აგვისტოს (2012) თელავის „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ ჩვენი ფილმების ჩვენება მოვაწყეთ.  პრეზენტაციას 60-მდე ადამიანი ესწრებოდა, რომლებსაც 5 ფილმი ვუჩვენეთ. ასევე ვისაუბრეთ ჩვენს წარმატებებზე და სამომავლო გეგმებზე.

შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ დავიწყეთ ფილმების გადაღება და როგორ გაგვიტაცა ამ საქმემ. ასევე ვუჩვენეთ თუ როგორ მიმდინარეობს გადაღების პროცესები, რა სირთულეებს ვაწყდებით და ა.შ.

მაყურებლების მხრიდან დადებითი შეფასება მოყვა ჩვენს ფილმებს, ეს ჩვენთვის დიდი სტიმულია და გვიბიძგებს, რომ გავაგრძელოთ „კინოგურმანობდა“ 😀

მსგავსი ჩვენებების ჩატარებას ვგეგმავთ „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის“ სხვა ფილიალებშიც, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ფუნქციონირებს, რადგან გვინდა, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა იხილოს და შეაფასოს ჩვენი „ფილმები“.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ადგილობრივი ტელევიზიის წარმომადგენლები და გთავაზობთ სიუჟეტს:

ფოტოგალერეა, თუ როგორ ჩაიარა შეხვედრამ:

7 thoughts on “„კინოგურმანის“ პრეზენტაცია (16.08)

  1. ძალიან კარგი პროექტია. გელით ქუთაისის „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში” 🙂

Leave a reply to kinogurmani კომენტარის გაუქმება