„კინოგურმანის“ პრეზენტაცია (16.08)

ხუთშაბათს, 16 აგვისტოს (2012) თელავის „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ ჩვენი ფილმების ჩვენება მოვაწყეთ.  პრეზენტაციას 60-მდე ადამიანი ესწრებოდა, რომლებსაც 5 ფილმი ვუჩვენეთ. ასევე ვისაუბრეთ ჩვენს წარმატებებზე და სამომავლო გეგმებზე.

შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ დავიწყეთ ფილმების გადაღება და როგორ გაგვიტაცა ამ საქმემ. ასევე ვუჩვენეთ თუ როგორ მიმდინარეობს გადაღების პროცესები, რა სირთულეებს ვაწყდებით და ა.შ.

მაყურებლების მხრიდან დადებითი შეფასება მოყვა ჩვენს ფილმებს, ეს ჩვენთვის დიდი სტიმულია და გვიბიძგებს, რომ გავაგრძელოთ „კინოგურმანობდა“😀

მსგავსი ჩვენებების ჩატარებას ვგეგმავთ „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის“ სხვა ფილიალებშიც, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ფუნქციონირებს, რადგან გვინდა, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა იხილოს და შეაფასოს ჩვენი „ფილმები“.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ადგილობრივი ტელევიზიის წარმომადგენლები და გთავაზობთ სიუჟეტს:

ფოტოგალერეა, თუ როგორ ჩაიარა შეხვედრამ:

7 thoughts on “„კინოგურმანის“ პრეზენტაცია (16.08)

  1. warmatebebi momavalshi bichebo😉
    P.S. xalxi amyvits pontshi ra😀
    tqveni azri daweret😀

  2. ძალიან კარგი პროექტია. გელით ქუთაისის „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში”🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s