ორიოდე სიტყვა ცვლილებებზე (და სიახლეებზე)

 გამარჯობათ, ბევრი რამ შევცვალეთ და დავამატეთ ბლოგს ამ დღეებში და მათ შესახებ მოგახსენებთ. ასევე ახალი ფილმის შესახებაც გეტყვით 1-2 სიტყვას.

რატომღაც ბლოგზე არ დავწერეთ იმის შესახებ, რომ ჩვენ მეორე ადგილი დავიკავეთ ერთ-ერთ პრესტიჟულ ვიდეო კონკურსში. პოსტის დაწერა ახლა უკვე გვიანიაო ვიფიქრეთ და გვერდის სახით დავამატეთ ინფორმაცია ამის შესახებ. ახლა უკვე შეგიძლიათ ამაზე წაიკითხოთ -„ამერიკული კუთხეების ვიდეო ფესტივალი’’.

ამასთანავე დავამატეთ გვერდი – „ფესტივალები და ვიდეოკონკურსები’’ სადაც ინფორმაციას დავდებთ ჩვენს მიერ (შესაძლო) გამარჯვებებზე ამა თუ იმ კონკურსში.

ბლოგზე განვაახლეთ რამდენიმე (თითქმის ყველა) გვერდი, წავშალეთ რამდენიმე პოსტიც. მოკლედ ბევრი რამ შევცვალეთ.

სამშაბათს (7 აგვისტოს) დაგეგმილი გვაქვს ახალი „ფილმის’’ გადაღება და ვნახოთ რა გამოვა. შესაძლოა თარიღი გადავწიოთ ცოტა თუმცა სამშაბათს გადავიღებთ ალბათ…

რამდენიმე დღეში ვაპირებთ მონაწილეობა მივიღოთ ვიდეო კონკურსში რომელიც ცხადდება (ქალაქ) თელავის მასშტაბით და პრიზიც საკმაოდ სოლიდურია. ამიტომ ვთვლით რომ შანსები დიდია და ვნახოთ…🙂 ამ კონკურსისთვის გადავიღებთ სიუჟეტს ჩვენს შესახებ.

ასევე ამ თვეში ვგეგმავთ  „თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში’’ გავაკეთოთ ჩვენი ფილმების პრეზენტაცია და გავზარდოთ ჩვენი აუდიტორიის არეალი.

მგონი ეს არის სულ რაც მინდოდა მეთქვა🙂

4 thoughts on “ორიოდე სიტყვა ცვლილებებზე (და სიახლეებზე)

  1. ბავშვებო რა კარგები ხართ , ძალიან მიყვარხართ და დიდ წარმატებებს გისურვებთ :*

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s