ოქროს პეპელა

   30, 31 მაისს და 1 ივნისს,  საბავშვო ფილმების ფესტივალ, “ოქროს პეპელაზე” ვიმყოფებოდით.  ფესტივალი “ევროპული სკოლის სატელევიზიო სტუდიის ბაზაზე” მეორედ გაიმართა. მისი ორგანიზატორი, ამავე სტუდისს ხელმძღვანელი – ირაკლი ჯაოშვილი გახლავთ. გასული წლისგან განსხვავებით, მასში მონაწილეობა 18 წლამდე ასაკის ყველა ბავშვს შეეძლო (გასულ წელს ფესტივალი მხოლოდ “ევროპული სკოლის” მოსწავლეებით შემოიფარგლებოდა).  მას შემდეგ, რაც პირველ დღეს ყველა მონაწილემ გავიარეთ რეგისტრაცია და ფესტივალის მაისურებიც დაგვირიგდა, ლეგენდარულ ქართველ რეჟისორ – რეზო ჩხეიძესთან შესახვედრად მოვემზადეთ.

რეზოს ჩხეიძის დარბაზში შემოსვლას, რათქმაუნდა მქუხარე აპლოდისმენტებით შევხვდით. მას შემდეგ, რაც მან და მისმა მეუღლემ, მათთვის განკუთვნილი ადგილები დაიკავეს, ფესტივალის

ორგანიზატორებმა, მის შესახებ მომზადებული სიუჟეტი გვიჩვენეს. სიუჟეტის შემდეგ, ბატონი რეზო თავად  გვესაუბრა საკუთარი შემოქმედების შესახებ. ჩვენ აგრეთვე საშუალება მოგვეცა მისთვის კითხვები დაგვესვა. კითხვა-პასუხის დასრულების შემდეგ, ვიხილეთ მონაკვეთი, “ჯარისკაცის მამის” გაფერადებული ვერსიიდან. სანამ ბატონი რეზო დაგვტოვებდა, საშუალება მოგვეცა მისთვის ავტოგრაფები ჩამოგვერთვა და მასთან ერთად, ფოტოები გადაგვეღო.

რეზო ჩხეიძის წასვლის შემდეგ, ფესტივალში მონაწილე ანიმაციური  და დოკუმენტური ფილმების ჩვენება გაიმართა, რის შემდეგაც რამდენიმე საათიანი შესვენება გამოცხადდა.

მხატვრული ფილმების ჩვენება კი საღამოთი გაიმართა. ფესტივალზე ჩვენი ოთხი ფილმი – “მუნჯი კინო”; “კედელზე”; “ძალიან პატარა ამბავი” და “პატარა ამბავი მეგობრობაზე”  გვქონდა გატანილი. საბედნიეროდ, ჩვენი ფილმების ხილვით, მაყურებელი კმაყოფილი დარჩა. ამით დასრულდა ფესტივალის პირველი დღე.

მეორე დღე, არასაკონკურსო ფილმების ჩვენებით დაიწყო. ვინაიდან, ამ კატეგორიაში ბევრი ფილმი ნამდვილად არ იყო, ჩვენება მალე დასრულდა, რის შემდეგაც, თანამედროვე კინოტექნოლოგიის, “სტედიკამის” პრეზენტაცია ჩაგვიტარდა. ამის შემდეგ, სკოლის საფეხბურთო მოედანზე გავერმართეთ, სადაც საშუალება მოგვეცა, თავადაც გამოგვეცადა იგი. “სტედიკამის” გამოცდის შემდეგ, შესვენება გამოცხადდა.  საღამოს ექვს საათზე კი ჩრდილების თეატრი გვეწვია, რომელმაც არაჩვეულებრივი საღამო გვაჩუქა, საკუთარი წარმოდგენით.

ფესტივალის დასკვნითი საღამო, 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს გაიმართა.

მას შემდეგ, რაც ყველა მონაწილემ გაიარა სპეციალურად დაგებულ წითელ ხალიჩაზე, დაჯილოვების ცერემონიალიც დაიწყო. ოქროს პეპელა სულ 10 ნომინაციაში გაიცა. ფილმებს სპეციალურად შერჩეული ჟიური აფასებდა. ჟიურის თავმჯდომარე, თანამედროვე ქართველი რეჟისორი – გიორგი ოვაშვილი გახლდათ.  ვინაიდან, თავიდან დასახელებულ კატეგორიებში გამარჯვების იმედი ნაკლებად გვქონდა, სულაც არ ვნერვიულობდით. ისიც გვესმოდა, რომ რადგგანაც ფესტივალში ბევრი ფილმი მონაწილეობდა, ნაკლებად გვქონდა ერთზე მეტი ჯილდოს მოპოვების შანსი.

 და დადგა მომენტი რომელსაც ამდენ ხანს ველოდით. მომენტი როდესაც რეჟისორის კატეგორიაში გამარჯვებული უნდა გამოვლენილიყო. და როდესაც წამყვანმა წარმოთქვა – რატი და ზურა თეგერაშვილებიო, იმ მომენტში მართლა ძალიან ბედნიერი ვიყავი. მიუხედავად იმისა, რომ მანამდე სამადლობელი სიტყვის დაწერასაც კი ვაპირებდი, იმ შემთხვევაში თუკი გავიმარჯვებთთქო, იმ მომენტში ყველაფერი დამავიწყდა. სიხარულით იმ წამსვე სცენისაკენ გავიქეცით და კუთვნილი ჯილდო მივიღეთ, რომელიც ფილმის – “პატარა ამბავი მეგობრობაზეს” რეჟისურისათვის გადმოგვეცა.

   როდესაც ჩემს ადგილს დავუბრუნდი, სულ აღარ მახსოვდა, რომ ფესტივალის გრამპრის მფლობელი ფილმი ჯერაც არ იყო გამოცხადებული, თუმცა ის სულ აღარ მადარდებდა. გამარჯვენა ფილმმა “უდრის გულს” მოიპოვა, რომეცლიც თავად ევროპულ სკოლას ჰქონდა წამოდგენილი. მიუხედავად იმისა, რომ გრამპრზეც არ ვიტყოდით უარს, ჩვენმა ჯილდომაც სრულიად დაგვაკმაყოფილა.

6 thoughts on “ოქროს პეპელა

  1. როგორ გამიხარდა, გილოცავთ ჩემო კარგებო და კიდევ და კიდევ ბევრ წარმატებას გისურვებთ :)))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s