კენწეროში ტაქსისტდები


მონაწილეობენ:

  • ზურაბ თეგერაშვილი
  • გიორგი დედაბრიშვილი
  • რატი თეგერაშვილი
  • გიორგი ელიზბარაშვილი

რეჟისორი:

  • რატი თეგერაშვილი

მონტაჟი:

  • ზურაბ თეგერაშვილი

ჟანრი: დოკუმენტური

წელი: 2011

გამოშვების თარიღი:  11 აგვისტო

ფილმში მოთხრობილია იმ ადამიანების შესახებ, რომლებმაც მთელი ბავშვობა სწავლასა და წიგნებს მიუძღვნეს თუმცა ვერანაირ წარმატებას ვერ მიაღწიეს და ნანობენ თავიაანთ საქციელს. დოკუმენტური ჟანრის ეს სურათი კინოგურმანებისათვის დებიუტია… youtube-ზე ფილმი 700-ზე მეტმა მნახველმა ნახა და თითქმის არავინ დატოვა გულგრილი, ჩვენი არაპროფესიონალი მსახიობების საინტერესო ამბებმა. მიუხედავად იმისა, რომ ფილმში ”შკოლნიკობა” თითქოს სერიოზულ პრობლემადაა წარმოდგენილი, რომელიც ჩვენს მომავალს ღუპავს, სინამდვილეში მის უკან დიდი ირონია იმალება. რომელიც მნახველს ძალიან ახალისებს.

სიუჟეტი

ფილმში თხრობას იწყებს ზურაბ თეგერაშვილი, იგი მთხრობელის ფუნქციას ასრულებს. ზურას რატი თეგერაშვილი ენაცვლება, რატის ზოია

წიგნაშვილთან მივყავართ. რომელიც  მზესუმზირას ყიდის. წამყვანი ამბობს, რომ ქალბატონი ზოია ყოველთვის მზესუმზირის გაყიდვით არ იყო დაკავებული და მასაც ჰქონდა ისეთივე ბავშვობა როგორიც ყველა ჩვენგანს. ამის შემდეგ სიტყვას თავად ზოიას გადასცემს, რომლის როლსაც გიორგი დედაბრიშვილი ასრულებს.

ზოია თავის ბავშვობის შესახებ მოგვითხრობს – თუ როგორ გახდა იგი ”შკოლნიკი” და რომ მას დასცინოდნენ, აბუჩად იგდებდნენ, სწავლას აიძულებდნენ. მისი თქმით სწავლამ შეიწირა მისი ბავშვობა. ამბობს, რომ დღეს იგი ძალიან ნანობს ამას და აღარ სურს ასეთი ცხოვრება.
ზოია წიგნაშვილის როლის განსახიერებისათვის ქალად გადაცმულ გიორგის ამბავს დიდი გამოხმაურება მოჰყვა.  ამ როლს დიდი იუმორისტული დატვირთვა ენიჭება ჩვენს ფილმში.

   შემდგომი გმირი დურგალი,  მერაბ ზურაბაძეა, რომლის როლსაც ზურა თეგერაშვილი ანსახიერებს. იგი ყვება იმის შესახებ თუ როგორ წაიყვანა დედამ წიგნის საყიდლად.  ყვება თუ
როგორ სურდა დედას მისთვისს ბურატინო ეყიდა, მან კი სამი მუშკეტერის წაკითხვა უბრძანა და 7-8 წლის ბავშვს ძალით წააკითხა იგი. ამის შემდეგ იგი წიგნებს მიეჯაჭვა და ამიტომაც გახდა დურგალი.
ამის შემდეგ კადრში ვალერი გრემელაძე შემოდის. იგი მოგვითხრობს თუ როგორ უყიდა მამამ ვოლგა კარგი სწავლისათვის,თუმცა შემდეგ გეპეიში მოწყობისთვის ვალებში გადავარდა. გაყიდა ვოლგა, იყიდა არაყი და გალოთდა. ვალერის როლში გიორგი ელიზბარაშვილი გამოდის.


6 thoughts on “კენწეროში ტაქსისტდები

  1. ძალიან მაგარია,, მეც ბევრი ვიმხიარულე,, წარმატებები:))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s