ფილმები

პირველი ჩვენი ფილმი, “კენწეროში ტაქსისტდები”, 2011 წლის 11 აგვისტოს გადავიღეთ. იგი სიუჟეტურის სახის იყო და ჩვენს მიერ გამოგონილ ისტორიებს ეფუძნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ფილმს არ გააჩნდა რაიმე მნიშვნელოვანი ღირებულება – რეჟისურის, ოპერატურის და მონტაჟის მხრივ, მან მაინც დიდი მოწონება დაიმსახურა ჩვენს მეგობრებს შორის.

ამის შემდეგ, 10 ნოემბერს, საინფორმაციო გამოშვება – Xგ news-ი გადავიღეთ. ვინაიდან მანაც დიდი მოწონება დაიმსახურა, გადავწყვიტეთ მისი მომდევნო გამოშვებებიც გადაგვეღო. საბოლოოდ ოთხი გადაცემა გამოგვივიდა.

Xგ news-ისშემდეგ, მიუხედავად ჩვენი დიდი სურვილისა, რაიმე საინტერესო ფილმი გადაგვეღო, არაფერი გამოგვივიდა. ჩვენს მიერ გადაღებული: Jingle Bells, ჩხუბი საკლასო ოთახში და Only You, მხოლოდ და მხოლოდ გართობა იყო.

2012 წლის 13 იანვარს ფილმი “ფუტკრის ეფექტი” გადავიღეთ, რომელიც ჩვენსავე შეთხზულ ისტორიაზეა.  ეს ფილმი მონტაჟითაც განსხვავდება წინამორბედებისაგან და შედარებით საინტერესოა ამ მხრივ.

2012 წელი წარმატებულად დავიწყეთ!

23 იანვარს გადავიღეთ  “მუნჯი კინო”, ფილმი 1 წუთი და 45 წამი გრძელდება და როგორც სათაურიდანვე ჩანს, ის მუნჯურია. ფილმი, XX საუკუნის დასაწყისში შექმნილ სურათებს მოგაგონებთ. ამ ფილმმა ჩვენში გარდატეხა მოახდინა. სწორედ “მუნჯი კინოს” შემდეგ აგვიხდა ოცნება, რაიმე ღირებული შეგვექმნა, ფილმები რომლის ნახვაც დადებით განწყობაზე დააყენებდა მაყურებელს.

6 მარტს გადავიღეთ ფილმი – “კედელზე“. მასში მოთხრობილია ისტორია, თუ როგორ ცდილობდა ბიჭი გაეცნო გოგონა, კედელზე მიკრული ფურცლის საშუალებით.

შემდეგი ჩვენი ფილმი, “ძალიან პატარა ამბავი“, 22 აპრილს გადავიღეთ. ფილმი გოგონას შესახებაა, რომელსაც უცნობი ბიჭი საჩქრებს კართან უტოვებდა.

9 აპრილს დავასრულეთ მუშაობა ფილმზე – “პატარა ამბავი მეგობრობაზე“. ფილმის გადაღებები ერთ თვეს მიმდინარეობდა და ალბათ ამიტომაც გამოვიდა იგი ასე დახვეწილი როგორც მონტაჟის, აგრეთვე რეჟისურის და ოპერატურის მხრივ. აგრეთვე კარგად გაართვეს საკუთარ როლებს თავი, მსახიობებმა.  “პატარა ამბავი მეგობრობაზე” – არის ფილმი ორი მეგობრის შესახებ, რომლებსაც დაპირისპირება გოგოს გულისთვის მოუვიდათ. იმ გოგოს გულისთვის, რომელსაც რეალურად, არცერთი მათგანის მიმართ, ინტერესი არ გააჩნდა.

ერთ თვიანი პაუზის შემდეგ, 28 ივნისს, ახალი “ფილმი”, “თერძები” გადავიღეთ. სიტყვა თერძი მკერავს იშნავს. სწორედ ამიტომ შევურჩიეთ ფილმს ეს სახელი, იგი სამ ბიჭზეა, რომლებიც გოგოს დაკერვაში, ერთმანეთს ეჯიბრებიან. საბოლოოდ კი მათი იმედები არ მართლდება…

კინოგურმანის ფილმოგრაფია:

გარკვეული მიზეზების გამო არ არის ბლოგზე ყველა “ფილმი”  განთავსებული.

2 thoughts on “ფილმები

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s