AC Video Festival (2012)

ამერიკული კუთხეების ვიდეო ფესტივალი ჩატარდა 2012 წლის 8-9 ივნისს საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში . მასში საქართველს სხვადასხვა ქალაქში მდებარე 9 ამერიკული კუთხის წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას. საკონკურსო თემა იყო „მეგობრობა″  და 3 კაციან ჯგუფებს (რომელთა ასაკიც შეზღუდული იყო 12-20 წლამდე) უნდა გადაეღოთ მოკლემეტრაჟიანი ფილმი რომელიც იქნებოდა არანაკლებ 3 და არაუმეტეს 5 წუთიანი.

თელავის ამერიკული კუთიდან ჩვენი ფილმი  „პატარა ამბავი მეგობორბაზე“ იყო წარდგენილი, რომელიც სწორედ ამ ფესტივალისთვის გადავიღეთ ამერიკული კუთხის მიერ მოწოდებული აპარატურით.

ჩვენ ფესტივალზე მეორე ადგილი დავიკავეთ რუსთაველი ბავშვების შემდეგ და სამი ფოტოაპარატი „Nikon Coolpix L310“ გადმოგვეცა.

ვიდეო ფესტივალზე სამოცამდე ფილმი იყო წარდგენილი. სხვადასხვა ქალაქებიდან ჩასული კონკურსის მონაწილეები 4 დღით სასტუმრო „Holiday inn-ში“ ვცხოვრობდით, სადაც საშუალება გვქონდა გაგვეცნო სხვა კონკურსანტები და დავმეგობრებულიყავით.

ფესტივალის პირველ დღეს მონაწილე ფილმების ჩვენება გაიმართა, დღის ბოლოს კი საშუალება გვქონდა გვეხილა ნანა ჯანელიძის ფილმი  „ნეტავი იქ თეატრი არის?“ რომელიც მოგვითხრობს კახი კავსაძის ოჯახის ისტორიას – კახის პაპის სანდროსი, მამის დათაშკასი და თავად კახისი.  ფილმმა ჩვენზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

ფილმის ჩვენების შემდეგ კახი კავსაძეს და ნანა ჯანელიძეს შევხვდით. ჩვენ საშუალება მოგვეცა მათთან სურათები გადაგვეღო და ავტოგრაფები ჩამოგვერთვა.

9 ივნისს კი ჟიურიმ გამარჯვებულები გამოავლინა.

საპრიზო ადგილები ასე განაწილდა:
I ადგილი – “წითელი ბუშტი” – ქალაქი რუსთავი
II ადგილი – “პატარა ამბავი მეგობრობაზე” – ქალაქი თელავი
III ადგილი – “ჩვენ მეგობრები ვართ” – ქალაქი თბილისი

ვიდეოში შეგიძლიათ იხილოთ თუ როგორ მიმდინარეობდა ფესტივალი:

ვიდეო ფესტივალამდე ერთი კვირით ადრე, ფესტივალის დირექტორთან, გრიგოლ ჩიგოგიძესთან ერთად, ვესტუმრეთ პირველი არხის დილის გადაცემას:

ფესტივალის შესახებ მეცხრე არხზე:

გალერეა:

One thought on “AC Video Festival (2012)

  1. Pingback: ორიოდე სიტყვა ცვლილებებზე (და სიახლეებზე) | კინოგურმანის ბლოგი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s