ფესტივალები და ვიდეოკონკურსები


ბლოგის აქტიურმა სტუმრებმა იციან, რომ დიდი ხანი არ არის რაც ფილმების გადაღებით ვერთობით და ვართობთ ჩვენს მაყურებელს.  თუმცა ამის მიუხედავად ჩვენი ფილმი „პატარა ამბავი მეგობორბაზეს“  მეშვეობით უკვე მივაღწიეთ გარკვეულ წარმატებებს.

***

ოქროს პეპელა

საბავშვო ფილმების ფესტივალი „ოქროს პეპელა″ დაარსდა 2011 წლის 1 ივნისს, ევროპული სკოლის სატელევიზიო სტუდიის ბაზაზე (ESTV). ფესტივალი გათვლილია ბავშვებზე. ფილმის სცენარის ავტორი, რეჟისორი, ოპერატორი და მემონტაჟე უნდა იყოს ბავშვი. ფესტივალს აქვს როგორც საკონკურსო, ასევე არასაკონკურსო პროგრამა. ფესტივალის ორგანიზატორია, რეჟისორი, ირაკლი ჯაოშვილია.

2012 წელს ფესტივალში მონაწილეობა ჩვენც მივიღეთ და საუკეთესო რეჟისორების წოდებაც მოვიპოვეთ. დაწვრილებით იმის შესახებ,  თუ როგორ ჩაიარა ფესტივალმა ჩვენთვის, შეგიძლიათ წაიკითხოთ პოსტში – „ოქროს პეპელა“.

***

ამერიკულის კუთხეების ვიდეო ფესტივალი

ამერიკული კუთხეების ვიდეო ფესტივალი ჩატარდა 2012 წლის 8-9 ივნისს . მასში საქართველს სხვადასხვა ქალაქში მდებარე 9 ამერიკული კუთხის წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას. საკონკურსო თემა იყო „მეგობრობა″  და 3 კაციან ჯგუფებს (რომელთა ასაკიც შეზღუდული იყო 12-20 წლამდე) უნდა გადაეღოთ მოკლემეტრაჟიანი ფილმი რომელიც იქნებოდა არანაკლებ 3 და არაუმეტეს 5 წუთიანი.

თელავის ამერიკული კუთიდან ჩვენი ფილმი  „პატარა ამბავი მეგობორბაზე“ იყო წარდგენილი, რომელიც სწორედ ამ ფესტივალისთვის გადავიღეთ ამერიკული კუთხის მიერ მოწოდებული აპარატურით.

ჩვენმა ფილმმა პირველი ადგილი ვერა მაგრამ მეორე ადგილი დაიკავა და ჩვენც ძალიან გაგვახარა. პირველ ადგილზე რუსთავის ამერიკული კუთხის ბავშვები გავიდნენ.

ამასთან დაკავშირებით, ფესტივალის დირექტირთან, გრიგოლ ჩიგოგიძესთან ერთად, ჩვენ ვესტუმრეთ პირველი არხის დილის გადაცემას.

ფესტივალთან და ჩვენთან დაკავშირებულ დამატებითი ინფორმაციის და ფოტო/ვიდეო მასალის გასაცნობად ნახეთ გვერდი – „AC Video Festival

One thought on “ფესტივალები და ვიდეოკონკურსები

  1. Pingback: ორიოდე სიტყვა ცვლილებებზე (და სიახლეებზე) | კინოგურმანის ბლოგი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s