მოგესალმებით მეგობრებო
პირველ რიგსი მინდა ბოდიში მოგიხადოთ ჩემი პასიურობის გამო
რამდენიმე თვეა ბლოგზე არ შემოვსულვარ… არადა 9 დეკემბერს ერთი წელი გავიდა მას შემდეგ რაც კინოგურმანის ბლოგი შევქმენი. მას შემდეგ ვცდილობდი, რომ თვეში 1-2 პოსტი მაინც დამედო, თუმცა როგორც იცით ეს ბლოგი ჩემი ფილმების განსათავსებლად მაქვს და ვინაიდან ფილმებზე მუშაობაც შეჩერებული მქონდა, შესაბამისად ამისთვისაც ვეღარ მოვიცალე
2-3 კვირის წინ ჩვენს შესახებ სიუჟტი გავიდა პირველ არხზე, გადაცემაში ჩვენი ექსპრესი…
მგონი ნორმალური სიუჟეტი გამოვიდა (უკეთესიც შეიძლებოდა
მაგრამ არაუშავრა), შეგიძლიათ ნახოთ >>>
მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე სცენარი გვაქვს მზად, გადაღებას ვერ ვახერხებდით, თუმცა ახლა უკვე ყველა პრობლემა მოგვარდა და ახალი წლიდან უკვე ჩვეულ რეჟიმში ჩავდგებით. თუმცა ახალ წლამდეც შემოგთავაზებთ ერთ ფილმს რომელზეც უკვე რამდენიმე დღეა ვმუშაობთ და რამდენიმე დღეში უკვე საშუალება გექნებათ, რომ ნახოთ იგი
ამ ახალი ფილმის თიზერები >>>
:*:*:*