გამარჯობათ, ბევრი რამ შევცვალეთ და დავამატეთ ბლოგს ამ დღეებში და მათ შესახებ მოგახსენებთ. ასევე ახალი ფილმის შესახებაც გეტყვით 1-2 სიტყვას.
რატომღაც ბლოგზე არ დავწერეთ იმის შესახებ, რომ ჩვენ მეორე ადგილი დავიკავეთ ერთ-ერთ პრესტიჟულ ვიდეო კონკურსში. პოსტის დაწერა ახლა უკვე გვიანიაო ვიფიქრეთ და გვერდის სახით დავამატეთ ინფორმაცია ამის შესახებ. ახლა უკვე შეგიძლიათ ამაზე წაიკითხოთ -„ამერიკული კუთხეების ვიდეო ფესტივალი’’.
ამასთანავე დავამატეთ გვერდი - „ფესტივალები და ვიდეოკონკურსები’’ სადაც ინფორმაციას დავდებთ ჩვენს მიერ (შესაძლო) გამარჯვებებზე ამა თუ იმ კონკურსში.
ბლოგზე განვაახლეთ რამდენიმე (თითქმის ყველა) გვერდი, წავშალეთ რამდენიმე პოსტიც. მოკლედ ბევრი რამ შევცვალეთ.
სამშაბათს (7 აგვისტოს) დაგეგმილი გვაქვს ახალი „ფილმის’’ გადაღება და ვნახოთ რა გამოვა. შესაძლოა თარიღი გადავწიოთ ცოტა თუმცა სამშაბათს გადავიღებთ ალბათ…
რამდენიმე დღეში ვაპირებთ მონაწილეობა მივიღოთ ვიდეო კონკურსში რომელიც ცხადდება (ქალაქ) თელავის მასშტაბით და პრიზიც საკმაოდ სოლიდურია. ამიტომ ვთვლით რომ შანსები დიდია და ვნახოთ…
ამ კონკურსისთვის გადავიღებთ სიუჟეტს ჩვენს შესახებ.
ასევე ამ თვეში ვგეგმავთ „თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში’’ გავაკეთოთ ჩვენი ფილმების პრეზენტაცია და გავზარდოთ ჩვენი აუდიტორიის არეალი.
მგონი ეს არის სულ რაც მინდოდა მეთქვა
ბავშვებო რა კარგები ხართ , ძალიან მიყვარხართ და დიდ წარმატებებს გისურვებთ :*
მადლობა :* <3 წარმატებებს გისურვებ ასევე :**
გაიხარეე :*
:*:*:*:*