ამერიკის საელჩო საქართველოში წარმოგიდგენთ ქალთა ისტორიის თვისადმი მიძღვნილ საუკეთესო ამბების კონკურსს.

“Don’t ever let anybody tell you they’re better than you…”
— Mrs. Gump
უინსტონ გრუმის რომანის მიხედვით გადაღებულ კინოშედევრ — „ფორესტ გამპის“ ხილვის შემდეგ, ჩემს მეხსიერებაში სამუდამოდ ჩაიბეჭდა ფორესტის მოყვანილი ციტატები, რომლებიც დედამისს — მისის გამპს ეკუთვნის.
***
მისის გამპი ერთი შეხედვით ჩვეულებრივი მარტოხელა დედაა, თუმცა მისი დარიგებები, რომლებიც საკუთარ ცხოვრებისულ გამოცდილებებს ეყრდნობა, არაერთი ადამიანის ცხოვრებისეულ შეხედულებებზე იქონია გავლენა, მათ შორის — ჩემსაზეც.
ფორესტის დედა მეუღლემ ორსულობის პერიოდში მიატოვა. როდესაც მას ჰკითხეს თუ სად იმყოფებდა მისტერ გამპი, მან უპასუხა, რომ დასასვენებლად იყო წასული. ხოლო შვილის კითხვაზე, თუ რა არის „დასასვენებლად წასვლა“ — მან ასეთი განმარტება მისცა: „დასასვენებლად წასვლა“ ესაა როდესაც მიდიხარ სადმე… და აღარასოდეს ბრუნდები უკან“.
***
„ცხოვრება შოკოლადის ყუთს გავს — არასოდეს იცი რა შეგხვდება“ — სწორედ ამ ფრაზით შემოიჭრა იგი ჩემს გულში და საპატიო ადგილი დაიკავა. მართლაც, ჩვენ ხომ სიურპრიზებით სავსე სამყაროში ვცხოვრობთ, მიუხედავად იმისა, თუ როგორი „შოკოლადი“ გვერგება, არასოდეს უნდა ვთქვათ უარი, ვინაიდან, ეს ჩვენი ბედისწერაა.
***
ფორესტის თქმით დედამისი ყოველთვის ამბობდა: „წარსული უკან უნდა დატოვო, რათა შემდგომ წინ წასვლა შეძლო“, ეს სიყვები ჩემთვის ერთგვარი ოპტიმიზმის ფორუმულაა. მისის გამპის თქმით, ჩვენ არ უნდა ჩამოვრჩეთ ცხოვრების რიტმს და ვეცადოთ წარსულის შეცდომები, წარსულშივე დავტოვოთ.
***
როდესაც ჯენისთან მიმავალი ფორესტი ავტობუსის გაჩერებაზე იჯდა, არაერთ ადამიანს უამბო დედამისის დარიგებები და თავს გადამხდარი ისტორიები. დედას ყოველთვის სიყვარულით და პატივისცემით მოიხსენიებდა, თუმცა ზოგიერთი მსმენელი არ იჯერებდა მის მონათხრობს და გამპს სულელად თვლიდა.
ამასთან დაკავშირებით ფორესტი დედის სიტყვების ციტირებას აკეთებდა — „სულელი ისაა, ვინც სულელურად იქცევა“.
ტრანსპორტის მოლოდინში რამდენჯერმე შეიცვალა მისი მსმენელი. ერთი ქალბატონი იმდენად დაინტერესდა მონაყოლით, რომ უარი თქვა ავტობუსში ასვლაზე, რომელიც მის სახლამდე მიდიოდა. მართალია ის მისის გამპს არ იცნობდა, თუმცა ძალიან განიცადა, როდესაც ფორესტმა დედის გარდაცვალების შესახებ უამბო.
***
მისის გამპი დიდი ხნის განმავლობაში ებრძოდა კიბოს. მისი მდგომარეობის გაუარესების შესახებ ფორესტმა ხამანწკებზე ნადირობისას შეიტყო და უმალ სახლისკენ გაეშურა.
ფორესტს დედა საწოლში მწოლიარე დახვდა, აქ შედგა მათი ბოლო დიალოგი.
მისის გამპმა შვილს უთხრა, რომ ის კვდებოდა. ხოლო შეკითხვაზე თუ რატომ კვდებოდა, მან ასეთი პასუხი გასცა — „სიკვდილი უბრალოდ სიცოცხლის ნაწილია…“
მისის გამპი მომაკვდინებელმა სენმაც ვერ გატეხა, სიცოცხლის ბოლო წუთამდე ინარჩუნებდა ჩვეულ ოპტიმიზმს.
„დედაჩემი სამშაბათ დღეს გარდაიცვალა, მე მას ახალი ქუდი ვუყიდე, რომელიც პატარა ყვავილებით იყო მორთული.“ — ასე დაასრულა დედაზე თხრობა ნაწარმოების მთავარმა გმირმა.
მიუხედავად იმისა, რომ მისის გამპი არარეალური პიროვნებაა, მან შეძლო გავლენა მოეხდინა რეალური ადამიანების ცნობიერებაზე.
